ტოტენჰემი ლივერპული

პროგნოზი: ლივერპული-ნორვიჩი 

პრემიერლიგა ვიცე-ჩემპიონისა და დაბრუნებული გუნდის მატჩით დაიწყება 

ლივერპული-ნორვიჩი 

დრო: 9 აგვისტო, პარასკევი, 23:00 საათი 


მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისელი, 34 წლის)


სტადიონი: ენფილდი (ლივერპული, ინგლისი)


სატურნირო მდგომარეობა


პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონს ვიცე-ჩემპიონის, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლივერპულის და პრემიერლიგაში დაბრუნებული ნორვიჩის დაპირისპირებით გაიხსნება. 


წინა სეზონში, მერსისაიდელებმა ინდივიდუალურად საუკეთესო, პრემიერლიგის ისტორიაში კი მესამე შედეგი აჩვენა. 97 ქულის დაგროვებით, იურგენ კლოპის გაწვრთნილი გუნდი მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ მანჩესტერ სიტის, ისიც მინიმალური სხვაობით ჩამორჩა. ლივერპულზე უკეთესი შედეგი სწორედ ქალაქელებმა აჩვენეს და ეს ბოლო ორ სეზონში მოახერხეს – 98 და 100 ქულა. ლივერპულმა წინა სეზონში 89 გოლი გაიტანა, რაც მეორე შედეგია და ყველაზე ცოტა – 22 გაუშვა. გერმანელის გუნდმა 30 მატჩი მოიგო, 7 ფრედ ითამაშა და ერთადერთი წააგო, ისიც მომავალ ჩემპიონ მანჩესტერ სიტისთან. 


ნორვიჩი სამწლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგაში დაბრუნდა. ყვითლებმა წინა სეზონში ჩემპიონშიფში ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსი მოირგეს და გათამაშება 94 ქულითა და პირველი ადგილით დაასრულეს.

ნორვიჩმა 27 მატჩი მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და 6-ში დამარცხდა, ბურთების შეფარდება – 93:57. 


სათამაშო ფორმა 


სეზონის ბოლო მატჩი ლივერპულს ისეთი გამოუვიდა, უკეთესს ვერც ინატრებდა – ჩემპიონთა ლიგის მოგებული ფინალი (2:0) ტოტენჰემის წინააღმდეგ. 


წინასასეზონოდ ლივერპულმა 9 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, 3 მოიგო (ლიონი, ბრედფორდი, ტრენმერი), 3 წააგო (სევილია, დორტმუნდი, ნაპოლი) და ერთი ფრედ დაასრულა (სპორტინგი).  


პირველი ოფიციალური მატჩი ამ სეზონში ლივერპულმა უკვე ჩაატარა და მანჩესტერ სიტისთან ინგლისის სუპერთასზე პენალტების სერიაში (4:5, 1:2) დამარცხდა. 


ლივერპულს შინ 38-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. 


ლივერპულმა ბოლო 9 ოფიციალურ მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა. 


ლივერპულმა პრემიერლიგაში ბოლო 7 მატჩიდან 6-ში ორივე ტაიმი მოიგო. 


ნორვიჩს ოფიციალური მატჩი თებერვლის შემდეგ არ წაუგია, მას მერე გუნდმა 14 შეხვედრა ჩაატარა და 10 მოიგო. 

პროგნოზები